მსოფლიოს ოთხწლიან სანავთობო კრიზისს უწინასწარმეტყველებენ
იტალიის საგარეო საქმეთა ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი, ლუკა ფრანდძა მსოფლიოში ოთხწლიან სანავთობო კრიზის პროგნოზირებს.
“ საერთოდ ნავთობზე მოთხოვნა იზრდება, როცა მისი ფასი დაბალია, თუმცა, პანდემიის პირობებში, ასეთი მოთხოვნა არ არსებობს. დიდი ალბათობით, ევროზონაში ნავთობზე მოთხოვნა ყოფილ ნიშნულს მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ დაუბრუნდება”, – განუცხადა ფრანდძამ იტალიურ მედიას.
მისი აზრით, ნავთობზე ანომალიურად დაბალი ფასი მოთხოვნა მიწოდებას შორის დარღვეულმა ბალანსმა განაპირობა.
როგორც იტალიელი სპეციალისტი აცხადებს, პანდემიისა და გაჩერებული მსოფლიო ეკონომიკის პირობებში, სანავთობო კომპანიების დიდ ნაწილს, განსაკუთრებით – ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც ფიქალის ნავთობს მოიპოვებენ, გაბანკროტება ემუქრებათ.
როგორც ცნობილია, მიმიმდინარე წლის 20 აპრილს, ისტორიაში პირველად, ფიურჩერსების ფასი ამერიკულ ნავთობზე მინუს 39 დოლარს ჩამოსცდა.