“დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა, რვასთან მიმართებით დაინფიცირების წყარო ცნობილია, მხოლოდ ერთი პაციენტის წყაროს დადგენა მიმდინარეობს”

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევიდან რვასთან მიმართებით დაინფიცირების წყარო ცნობილია, ერთი პაციენტის წყაროს დადგენა კი მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 44 პაციენტი მკურნალობს.

“გუშინ დილის მონაცემებით, 411 პაციენტი გვყავდა. დღე-ღამის განმავლობაში 9 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა, დღის მეორე ნახევარში 5. ამ 9 პაციენტის წყაროები რვასთან მიმართებით ცნობილია, მხოლოდ ერთი პაციენტის წყაროს დადგენა და მოკვლევა ხდება.

ქვეყნის მაშტაბით 107 პაციენტია გამოჯანმრთელებული. 313 პაციენტი მკურნალობს კოვიდის კლინიკებში.

ჩვენს ცენტრში 46 პაციენტი მკურნალობს, აქედან 44 არის დადასტურებული. ახალი შემთხვევა გუშინ ჩვენთან არ დაფიქსირებულა. 2 პაციენტთან ჩატარდა კვლევა, პირველადი პაციენტები არიან, პასუხი ორივესთან ნეგატიური იყო. გამოჯანმრთელებული ჩვენ გვყავს 53 პაციენტი, გუშინ ერთი ახალი გამოჯანმრთელებული პაციენტი შეგვემატა, რომელიც გუშინვე გაეწერა. 4 პაციენტთან პირველადი ტესტის პასუხი გვაქვს უარყოფითი, ვნახოთ განმეორებითი ტესტირებით როგორ შედეგებს მივიღებთ”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები