“ბოჭორიშვილის კლინიკაში მყოფი, კორონავირუსით ინფიცირებული 5 წლის ბავშვი ე.წ. მარნეულის კლასტერიდანაა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, მათ კლინიკაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 5 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მისივე თქმით, კლინიკაში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 22 პაციენტი მკურნალობს.

“დღეს ბოქსირებულ სექტორში 50 პაციენტი მკურნალობს. 22 ადამიანს კორონავირუსი აქვს დადასტურებული. დაგვემატა ერთი, ხუთი წლის ბავშვი, რომელიც მარნეულის კლასტერიდანაა. მისი ოჯახის წევრები არიან დაინფიცირებულები. ოჯახის წევრები ჩვენთან არ არიან, მხოლოდ ბავშვია გადმოყვანილი. გუშინ, დღის მეორე ნახევარში შემოიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ბავშვი გადმოყვანილია დადასტურებული დიაგნოზით.

4 პაციენტი არის საყურადღებო. ამ ეტაპისთვის 12 პაციენტი ჩაერთვება კვლევაში. პაციენტები თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობენ”, – განაცხადა სოლოღაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები