კომპანიებს, რომლებსაც შეჩერებული აქვთ საქმიანობა, დასუფთავების მოსაკრებელი არ დაერიცხებათ

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, კომპანიებს, რომლებსაც შეჩერებული აქვთ საქმიანობა, დასუფთავების მოსაკრებელი არ დაერიცხებათ. როგორც მან დღეს “ფეისბუქის” პირდაპირ ჩართვაში განაცხადა, იმ ვითარების გამო, რაც დღეს ქვეყანაშია, მეწარმეების ნაწილისთვის ეს გარკვეული შეღავათი იქნება.

„მერიის საწარმომ „თბილსერვის ჯგუფმა“ აღრიცხა ასეთი სუბიექტები. ჩვენ ამ დღეების განმავლობაში მთლიანად მოვიცავით ქალაქი და ყველა კომპანია გვყავს აღწერილი, რომელსაც შეჩერებული აქვს დროებით თავიანთი სამუშაოების განხორციელება, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ კომპანიებს არ დაერიცხოთ დასუფთავების მოსაკრებელი იმ პერიოდზე, რა დროსაც შეჩერებულია მათ საქმიანობა. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს ამ კომპანიებს, იმ ბიზნესსექტროს, რომელსაც გარკვეული პრობლემები შეექმნათ და ვერ ახორციელებ თავიანთ საქმიანობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები