მარინა ეზუგბაია: კლინიკას დღეს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკიდან დღეს ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერება.

​ეზუგბაიამ კლინიკაში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა.

“გამოჯანმრთელებულ პაციენტებს რაც შეეხება -გუშინ გვყავდა 97, დღეს ჩვენთან დილას დაემატა ერთი და 98 გახდა. ​კოვიდის მიმღებ დაწესებულებებში ამჟამად სულ 313 ინფიცირებული მკურნალობს. გუშინ 46 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა, ერთი დღეს გაეწერება, დაგვრჩება 45. რაც შეეხება ორ მძიმე პაციენტს – კრიტიკულთან მიახლოებულს – უკვე ერთი კვირის განმავლობაში მდგომარეობა სტაბილურია და დღეს შეიძლება განვიხილოთ, როგორც მძიმე პაციენტები. აქედან გამომდინარე, 14 მძიმეს დაემატება ეს ორი და ამ ეტაპზე 16 მძიმე ავადმყოფი გვეყოლება და პლუს გუშინ შემოსული ორი ახალი პაციენტიდან, რადიოლოგიური მონაცემებისა და გაფართოებული კვლევების შეჯერებით ერთ-ერთთან დასტურდება პნევმონია და ესეც 17-ე მძიმე ავადმყოფი. დანარჩენი პაციენტები არის საშუალო და მსუბუქი მიმდინარეობის, მოზარდების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, 24 საათის განმავლობაში ცვლილებები არ ყოფილა. გვყავს ერთი ახალი შესაძლო შემთხვევა, რომელსაც დღის მეორე ნახევარში ჩაუტარდება ტესტირება და ხვალ დილას მეცოდინება მისი მონაცემი. გუშინდელი პაციენტი, რომელიც ტესტირებას ელოდებოდა – მისი პასუხი უარყოფითი იყო და მან დღეს დილას დატოვა კლინიკა. ერთს, როგორც პირველად პაციენტს ჩაუტარდება ტესტი, დანარჩენი არის მონიტორინგი, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ გამოჯანმრთელების, პისიარ ტესტირების პირველი უარყოფითი კვლევის შედეგის სახით. დღეს, დაახლოებით, 8-10 პაციენტთან იქნება და ვნახოთ, რომელი იყოჩაღებს და ვისთან იქნება უარყოფითი პასუხები”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები