“ბოჭორიშვილის კლინიკაში ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს, აქედან ერთი ორი წლის ბავშვია, ერთი კი – ზრდასრული მამაკაცი”
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, მათ კლინიკაში ორი პაციენტი – ორი წლის ბავშვი და ერთი ზრდასრული მამაკაცი გამოჯანმრთელდა.
მისივე თქმით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 21 პაციენტი მკურნალობს.
“გვყავს ორი გამოჯანმრთელებული. აქედან ერთი ორი წლის ბავშვი, ერთი კი მოზრდილი მამაკაცია. დადასტურებული შემთხვევა გვაქვს 21. 14 ადამიანი ელოდება კვლევაში ჩართვას. ოთხი პაციენტი რჩება საყურადღებო, დანარჩენი პაციენტები თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობენ. სულ კლინიკაში მკურნალობს 48 პაციენტი. 4 საყურადღებო პაციენტს ორმხრივი პნევმონია აღენიშნება, სასულიერო პირის მდგომარეობა სტაბილურია, მეტ-ნაკლებად საყურადღებოა, გაცილებით უკეთესადაა“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.