ლევან გოფოძე: კორონავირუსით ინფიცირებულ სამ პაციენტს შედარებით მძიმედ მიმდინარე პნევმონია აქვს, მაგრამ მართვითი სუნთქვა, ჯერჯერობით, არცერთს სჭირდება
“რესპუბლიკური საავადმყოფოს” დირექტორის, ლევან გოფოძის თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 39 პაციენტი მკურნალობს.
მისივე თქმით, სამ პაციენტს შედარებით მძიმედ მიმდინარე პნევმონია აქვს, მაგრამ მართვითი სუნთქვა ჯერჯერობით არცერთს არ სჭირდება.
“ამ ეტაპზე ჩვენთან 59 პაციენტია მოთავსებული, აქედან 39 ადამიანს აქვს კოვიდ ინფექცია დადასტურებული. კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ძირითადად დამაკმაყოფილებელია, სამ პაციენტს აქვს შედარებით მძიმედ მიმდინარე პნევმონია, მაგრამ მართვითი სუნთქვა ჯერჯერობით არცერთს არ სჭირდება. გუშინ ინფექციური საავადმყოფოდან იქნა ერთი პაციენტი ჩვენთან გადმოყვანილი კვლევისათვის, დარჩება და ჩვენთან გააგრძელებს მკურნალობას”, – განაცხადა გოფოძემ.