მარინა ეზუგბაია: კლინიკაში მყოფი 7 მოზარდის და 9 თვის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 44 პაციენტი მკურნალობს.
ეზუგბაიამ კლინიკაში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა.
“ჩვენთან ახალი შემთხვევები არ არის მოთავსებული. იმყოფება კორონავირუსით ინფიცირებული 44 პაციენტი. აქედან ორი არის პრობლემური პაციენტი, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ პროგნოზირება მაინც ჯერ შეუძლებელია. დაკვირვებას საჭიროებენ. 14 მძიმე პნევმონიითა, მაგრამ ეს პაციენტები მართვას ექვემდებარებიან და მათთან პროგრესირება არ მიდის. 7 მოზარდის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. ველოდებით შესაბამისი დღეების გასვლას, რომ მათ გამოჯანმრთელების პისიარ ტესტი ჩავუტაროთ და დატოვონ კლინიკა. გუშინ შემოსულ ერთ საეჭვო პაციენტთან ტესტის პასუხი უარყოფითი იყო.
ცხრა თვის ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ჩივილები არ აქვს. ჯერჯერობით, სტაბილური სიტუაციაა, ველოდებით ორი კვირის გასვლას, რომ მათთანაც განმეორებით დავიწყოთ ტესტირებაზე მონიტორინგი”, – განაცხადა ეზუგბაიამ.