“ბოჭორიშვილის კლინიკაში მყოფი სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა – საყურადღებო”
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, მათ კლინიკაში მყოფი სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა – საყურადღებო.
სოლოღაშვილმა კლინიკაში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაც შეაფასა.
“დღეს ბოქსირებულ სექტორში 54 პაციენტი მკურნალობს, აქედან ერთი ახალი პაციენტი დაგვემატა კოვიდ დიაგნოზით. ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა და გვყავს ისევ 24 პაციენტი, საიდანაც კიდევ ერთი პაციენტის გამოჯანმრთელება დადასტურდა და გაეწერება. 18 წლამდე ასაკის 6 პაციენტი გვყავს. გამოჯანმრთელებულებში არის ერთი მოზარდი. 4 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებო რჩება. ამ წუთისთვის, 14 პაციენტი ემზადება კვლევაში ჩასართავად. ახალი პაციენტის დაინფიცირება ქვეყნის შიდა გადაცემას უკავშირდება. შუახნის ქალბატონია, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლასტერი არის ბოლნისი. პირველწყარო დადგენილია ბოლნისის, როგორც ცნობილია. ბოლნისიდან მოხდა მისი გადმოყვანა.
სასულიერო პირის მდგომარეობა ზომიერად დამაკმაყოფილებელია, სტაბილური, თუმცა მაინც კვლავ საყურადღებოებში შეიძლება, მოვიაზროთ. არასრულწოვნების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საბედნიეროდ, ისინი სუბიექტურად თავს ყოველთვის კარგად გრძნობენ”,- განაცხადა სოლოღაშვილმა.