“ბოჭორიშვილის კლინიკაში მყოფი, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი ე.წ. ბოლნისის კლასტერიდანაა”

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, მათ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი – შუახნის ქალი დაემატა, რომელიც ე.წ. ბოლნისის კლასტერიდანაა.

მისივე თქმით, კორონავირუსზე კვლევაში დღეს 14 პაციენტი ჩაერთვება.

“დღეს ბოქსირებულ სექტორში 54 პაციენტი მკურნალობს, აქედან  ერთი ახალი პაციენტი დაგვემატა კოვიდ დიაგნოზით. ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა და გვყავს ისევ 24 პაციენტი, საიდანაც კიდევ ერთი პაციენტის გამოჯანმრთელება დადასტურდა და გაეწერება. 18 წლამდე ასაკის 6 პაციენტი გვყავს. გამოჯანმრთელებულებში არის ერთი მოზარდი. 4 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებო რჩება. ამ წუთისთვის, 14 პაციენტი ემზადება კვლევაში ჩასართავად.

ახალი პაციენტის დაინფიცირება ქვეყნის შიდა გადაცემას უკავშირდება, ის შუახნის ქალბატონია, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლასტერი არის ბოლნისი. პირველწყარო დადგენილია ბოლნისის, როგორც ცნობილია. ბოლნისიდან მოხდა მისი გადმოყვანა”, – განაცხადა სოლოღაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები