მარინა ეზუგბაია: ბოლო სამი დღის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო გამოჯანმრთელებული 10 პაციენტი დაგვემატა

“სამი დღის განმავლობაში კორონავირუსის სულ 25 ახალი შემთხვევა გვაქვს. ასევე, 18 აპრილს 85 იყო გამოჯანმრთელებული, დღეს არის 95. ანუ ამ სამი დღის განმავლობაში 10 გამოჯანმრთელებული შემთხვევა დაგვემატა”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„ამ ეტაპზე, არის 408 დადასტურებული შემთხვევა. სამი დღის განმავლობაში სულ 25 ახალი შემთხვევა გვაქვს. ასევე, 85 იყო გამოჯანმრთელებული 18 აპრილს, დღეს არის 95. ანუ ამ სამი დღის განმავლობაში 10 გამოჯანმრთელებული შემთხვევა დაგვემატა. თუ ამ მონაცემებს შევაჯერებთ, 408 პაციენტიდან გამოჯანმრთელებული 95 ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე სტაციონარებში მკურნალობს მხოლოდ 313 პაციენტი”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები