45 მლნ ევრო რეფორმებისათვის – IBRD-ის სესხი საქართველოს
IBRD-ი საქართველოს €45 მილიონი ევროს (150 მლნ ლარის) სესხს გამოუყოფს. სასესხო ხელშეკრულება მხარეებმა მიმდინარე წლის 30 მარტს გააფორმეს.
შეთანხმების განმარტებითი ბარათის მიხედვით, ფინანსური რესურსი ქვეყანაში რამდენიმე რეფორმის ჩატარებას მოხმარდება, ესენია:
მუნიციპალიტეტების მიერ სახელმწიფო ფინანსების მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობის მექანიზმის შექმნა;
სახელმწიფო ინვესტიციების მართვის გაუმჯობესება;
სახელმწიფო შესყიდვების სისტემის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაძლიერება;
კონკურენციის დონის გასაუმჯობესებლად, კონკურენციის სააგენტოს მმართველობის გაძლიერება;
მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება;
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.