“რესპუბლიკურ საავადმყოფოში” კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია”

რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსის, თეა თავართქილაძის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 36 პაციენტი მკურნალობს.

მისივე თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

“ამ ეტაპზე, კლინიკაში 61 პაციენტია. 36 არის დადასტურებული შემთხვევა, მათი მდგომარეობა სტაბილურია. საღამოს 20 პაციენტის ტესტირების პასუხს ველოდებით. კოვიდ პაციენტების რიცხვი დღეს არ გაზრდილა. ისევ 36 რჩება და უკვე არსებული კლასტერებიდან არიან. არცერთი  არის სუნთქვის აპარატზე, ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რამდენიმეს აღენიშნება პნევმონია.

რაც უფრო მეტად იქნება სოციალური დისტანცირება მთელს ქვეყანაში, ბევრად უკეთესი შედეგი იქნება. ინფიცირების რისკები შეიძლება გაიზარდოს და პიკს მივაღწიოთ ძალიან მალე. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ეს მოხდეს ძალიან ნელა”, – განაცხადა თავართქილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები