დონალდ ტრამპი: კორონავირუსის აფეთქების გამოძიების მიზნით, გვინდა, ჩინეთში ჩვენი გამომძიებლები ჩავიდნენ

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უნდა, რომ ჩინეთში კორონავირუსის აფეთქების გამოსაძიებლად ამერიკელი გამომძიებლები ჩავიდნენ.

​ამის შესახებ ტრამპმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საკითხზე ჩინურ მხარესთან საუბარი მიმდინარეობს.

“ველაპარაკებით ჩინეთს, დიდი ხანია, ვესაუბრებით. გვინდა იქ შესვლა”, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტი ჩინეთს ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ინფორმაციის დამალვაში დიდი ხანია, ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები