“თბილისის ზღვის ჰოსპიტალში” კორონავირუსი ორ პაციენტს დაუდასტურდა

“თბილისის ზღვის ჰოსპიტალში” ახალი კორონავირუსი ორ პაციენტს დაუდასტურდა,- ამის შესახებ “კვირას” კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე ცნობით, პაციენტები თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 394-მდე გაიზარდა. 86 ადამიანი გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 5094 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 547 პირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები