საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 394-მდე გაიზარდა, 86 პაციენტი გამოჯანმრთელებულია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 394-მდე გაიზარდა,- ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზეა განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5094 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 547 პირი.
ინფორმაციისთვის, 394 ადამიანიდან 86 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 3 მოქალაქეა გადმოყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები