პრეზიდენტი: როდესაც მსოფლიო საერთო მტერს ებრძვის, საოკუპაციო რეჟიმი ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროვოკაციულ ქმედებებს აძლიერებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირის მახლობლად ე.წ. “ბორდერიზაციის” უკანონო პროცესს სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

„მაშინ, როდესაც მსოფლიო საერთო მტერს ებრძვის და საერთაშორისო სოლიდარობა აუცილებელი გახდა, საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს და აძლიერებს პროვოკაციულ ქმედებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გვაჩვენებს თავის ნამდვილ სახეს,“ – წერს პრეზიდენტი.

ცნობისათვის, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქარელის რაიონის, სოფელ ტახტისძირის მახლობლად, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი განაახლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები