მეუფე იაკობი ხელისუფლებას: ახლა ვნახოთ, ვინ რას დაკარგავს
ბოდბელი მიტროპოლიტის, მეუფე იაკობის თქმით, მისი ეპარქიის მრევლი ხელისუფლებამ გააფრთხილა და უთხრა, თუ სააღდგომო ლიტურგიაზე მიხვალთ, სამსახურს დაკარგავთო.
„ჩვენთან ეპარქიაში ხელისუფლებამ საჯარო სამსახურის წარმომადგენლები, მასწავლებლები, დაიბარა, რომ თუ სააღდგომო წირვაზე ან თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები წახვალთ, სამსახურებს დაკარგავთო და ახლა ვნახოთ, ვინ რას დაკარგავს“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.