ინფიცირებული მოქალაქე წყნეთში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში იმყოფებოდა – სასულიერო პირები კარანტინში არიან
კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი მოქალაქე ინფექციის დადასტურებამდე წყნეთის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში იმყოფებოდა. აღნიშნულის გამო, ტაძარი დაიკეტა და იქ მყოფი სასულიერო პირები კარანტინში იმყოფებიან. ერთ-ერთი მამაოს ინფორმაციით, ქალბატონი აღსარების ჩასაბარებლად ეკლესიაში, დაახლოებით, 10 დღის წინ იმყოფებოდა. მამა იოანეს თქმით, სასულიერო პირებს კორონავირუსზე ტესტირება, სავარაუდოდ, დღეს ჩაუტარდებათ.
„ჩემი მრევლი არ იყო. მოვიდა აღსარების სათქმელად, დაახლოებით, ათი დღის წინ. აღსარება ჩააბარა და წავიდა, მერე არც მინახავს ის ადამიანი. ცალკე აღსარება მითხრა და წავიდა, ტაძარში არც შემოსულა ის. ეს იყო ათი დღის წინ და გუშინ აღმოაჩნდა.
ტაძარში 7 ადამიანი ვიმყოფებით. დღეს მოვლენ, ალბათ, ვირუსზე ტესტის გასაკეთებლად. ჩვენთან გუშინ მოვიდნენ, თქვეს, რომ იმ ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა და კარანტინში ვართ“, – განაცხადა მან.