StopCoV ფონდში 128 მლნ 700 ათასი ლარია მობილიზებული

16 აპრილის 18:00 საათის მდგომარეობით, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში 128 მილიონ 700 ათასი ლარია მობილიზებული.

ფონდში შენატანები განახორციელეს ორგანიზაციებმა და ფიზიკურმა პირებმა:

· ხალიკ ბანკი, 50 ათასი ლარი

· საბუდარა, 20 ათასი ლარი

· ლ.ვ სტანდარტ ჯგუფი საქართველო, 10 ათასი ლარი

· გეზ მოტორსი (სს კაუკასუს აუტომოტივ რითეილ), 10 ათასი ლარი

· Steel International Trading Company, 15 ათასი ლარი

· მარაბდა-კარწახის რკინიგზა, 26 ათასი ლარი

· რვალი, 2 ათასი ლარი

ამასთან, ქართული ოცნების მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის StopCoV ფონდში გადარიცხავენ.

სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ საქართველოს გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები.
სოლიდარობის აქციას უერთდებიან აჭარისა და აფხაზეთის ა/რ მთავრობები.

ასევე, StopCoV ფონდში შემოწირულობები განახორციელეს „ბლექ სი არენა ჯორჯიას” და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშროლებმა.

StopCoV ფონდის საშუალებით ყველა მსურველს შეუძლია, კორონავირუსთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

ჩარიცხვა ყველას შეუძლია: https://stopcov.ge/ka/Fund

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები