ლევან რატიანი: 3 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად დამძიმებულია
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი, კორონავირუსით ინფიცირებული 9 პაციენტიდან 5-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
მისივე თქმით, 3 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად დამძიმებულია, რადგან სახეზეა კოვიდინფიცირების შედეგად გამოწვეული ფილტვის მწვავე უკმარისობა და გულის მწვავე დაზიანების სინდრომი.
“9 პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, 5 პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული, იმყოფებიან ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მათ შორის, 3-ის მდგომარეობა არის მკვეთრად დამძიმებული უარყოფითი დინამიკით, ვინაიდან სახეზეა კოვიდინფიცირების შედეგად გამოწვეული ფილტვის მწვავე უკმარისობა და გულის მწვავე დაზიანების სინდრომი. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს – 4 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება ნაზალურ სიპაბ ვენტილაციაზე. დღეს მივიღეთ რამდენი პაციენტი – დადასტურებული შემთხვევა, ჩაუტარდათ კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები. მათთანაც დაფიქსირდა კოვ ინფექცია, ერთ-ერთი გართულება, რომელიც ყველაზე მეტად არის დამახასიათებელი – კომპიუტერული ტომოგრაფიით, დაბურული მინის სინდრომი და ორმხრივი მწვავე პნევმონია”, – განაცხადა რატიანმა.