ქარელში მცხოვრებ 90 ბენეფიციარს მერიამ სააღდგომო ნობათი გადასცა

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 90 ბენეფიციარს, რომელიც უფასო კვების პროგრამით სარგებლობს, მერიამ სააღდგომო ნობათი გადასცა.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” ქარელის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

“აღსანიშნავია, რომ წელიწადში რამდენჯერმე, დღესასწაულებთან დაკავშირებით აღნიშნულ კატეგორიის ადამიანებს მუნიციპალიტეტის მერია სასაჩუქრე სასურსათო პაკეტით ეხმარება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები