ბოლნისში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლნისში დღეს რვა ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მათი კლასტერი გადაუდებელი დახმარების ექიმებს უკავშირდება.
” რვა დადასტურებული ფაქტი გვაქვს ბოლნისის მუნიციპალიტეტში. აქედან ხუთი არის დაინფიცირებული სამედიცინო პერსონალის ოჯახის წევრი და სამი ახალი ფაქტია ბოლნისის სასწრაფო დახმარების ექიმები”, –  განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქვემო ქართლში კორონავირუსის 50 დადასტურებული შემთხვევაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები