იტალიაში მიწისძვრა მოხდა
იტალიის ჩრდილოეთით, ემილია- რომანია ოლქში 4,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ვულკანოლოგიისა და გეოფიზიკის ეროვნული ინსტიტუტი ავრცელებს.
აღინიშნება, რომ ამავე ოლქის პიაჩენცას პროვინციაში 3,5 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები გუშინაც დაფიქსირდა.
თვითმხილველების თქმით, ბიძგები მილანშიც იგრძნობოდა, რომელიც ეპიცენტრიდან 120 კმ დაშორებით მდებარეობს.
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.