მეუფე იაკობი: მრევლი, რომელიც ტაძარში მოვა, თვითონ იღებს პასუხისმგებლობას, მე შემიძლია, ჩემს თავზე ვიყო პასუხისმგებელი

“მრევლი, რომელიც ტაძარში მოვა, თვითონ იღებს პასუხისმგებლობას, ეს თვითონ ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, მივა თუ არა ეკლესიაში”, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერი ქრისტიანი თავის თავზეა პასუხისმგებელი.

“მე ვფიქრობ, გუშინ სრულიად გასაგებად ბრძანა სახელმწიფომ, რომ მათ გააკეთეს მრევლის გამო დაშვება. მრევლი ვინც მოვა, თვითონ იღებს პასუხისმგებლობას, ეს თვითონ ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, მივა თუ არ მივა, გსმენიათ, რომ მე მითქვამს მრევლისთვის – აუცილებლად მოდით ეკლესიაშიო.

არჩევანის საშუალება აქვთ ადამიანებს, რობოტები არ არიან. რობოტებად არ უნდა ვაქციოთ ამ კორონავირუსის გამო. თქვენ რომ გიკეთიათ პირბადეები, ხომ უჯერებთ?! ვიღაცა, ალბათ, იმასაც დაიჯერებს, რომ არ მოვიდნენ. ვინც მოვა, მოვა. მე შემიძლია, ჩემს თავზე ვიყო პასუხისმგებელი. ასევე, ნებისმიერი ქრისტიანი თავის თავზეა პასუხისმგებელი მივა თუ არა. ვისაც მისვლა უნდა, მივა, ვისაც მისვლა არ უნდა – არ მივა”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები