ეკატერინე ტიკარაძე: არ გამოვრიცხავ, რომ აღდგომის ღამეს ჩატარდეს ონლაინრეჟიმში წირვა და ეკლესიებში მრევლი არ მივიდეს

“არ გამოვრიცხავ იმას, რომ აღდგომის ღამეს ნამდვილად ჩატარდეს ონლაინრეჟიმში წირვა და ეკლესიებში მრევლი არ მივიდეს”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი, თავად მოუწოდებს მრევლს, არსებული საფრთხის გამო, სახლში დარჩნენ.

„ჩვენ გვაქვს საკმაოდ დადებითი დინამიკა ეკლესიასთან მოლაპარაკების კუთხით, ეს აუცილებელად უნდა აღინიშნოს. ასევე, გარკვეული წინამძღვრებისგან დღეს ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი გამოხმაურება, როდესაც ისინი უკვე თვითონ მოუწოდებენ მრევლს ამ საფრთხის გამო, რომ დარჩნენ სახლში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგი ორი დღის განმავლობაში ჩვენ კიდევ უფრო ნათლად დავინახავთ, თუ რამდენად მაღალი სოციალური და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა აქვთ ჩვენს მოქალაქეებსა და ჩვენს მრევლს. ასევე, რა თქმა უნდა, ეკლესიასაც.

აქედან გამომდინარე, მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ აღდგომის ღამეს ნამდვილად ჩატარდეს ონლაინრეჟიმში წირვა და ეკლესიებში მრევლი არ მივიდეს“ , – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები