მარნეულში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა

მარნეულში, კლინიკა “ჯეოჰოსპიტალში”  კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ინფორმაცია კლინიკის დირექტორმა, ტატა შენგელაიამ მიაწოდა. მისი თქმით, პაციენტი ე.წ ბოლნისის კლასტერიდანაა.

“გუშინ გავგზავნეთ 6 პაციენტის ტესტი ლუგარის ლაბორატორიაში და ახლა მოვიდა პასუხი. მხოლოდ ერთს დაუდასტურდა კორონავირუსი”, – განაცხადა ტატა შენგელაიამ.

შეგახსენებთ, 23 აპრილიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტი იყო პირველი, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. ჩაიკეტა მუნიციპალიტეტების შესასვლელები და მათ თავდაცვის ძალები და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აკონტროლებენ. დეზინფექცია უტარდება ყველა ავტომობილს და მიმდინარეობს მოქალაქეების თერმოსკრინინგი. მოსახლეობის თერმოსკრინინგი, ასევე, მუნიციპალიეტეტების შიგნით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები