“ბოჭორიშვილის კლინიკაში მყოფი, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 22 პაციენტი მკურნალობს.
მისივე თქმით, კორონავირუსზე კვლევაში 13 პაციენტი ჩაერთვება.
“ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა. დღეს არის 22 დადასტურებული შემთხვევა.
ბოქსირებულ განყოფილებაში სულ 51 პაციენტი მკურნალობს. 18 წლამდე ასაკის არის პაციენტია 7. 13 პაციენტი ჩაერთვება კვლევაში ხვალისთვის. ხვალ გვექნება პასუხები.
9 პაციენტია საყურადღებო.
სასულიერო პირის მდგომარეობა უცვლელია, სტაბილურად საყურადღებოა.
ახალ პაციენტს ოჯახის წევრისგან გადაედო, თუმცა უფრო შორს წყაროს, ჯერჯერობით, ვერ ადგენენ. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ოჯახის წევრიც ჩვენთან მკურნალობს”, – განაცხადა სოლოღაშვილმა.