მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებული უკვე 2 მილიონზე მეტი ადამიანია
მსოფლიოში კორონავირუსით უკვე 2 000 984 ინფიცირებულია, დაავადების დამარცხება კი 501 206-მა პაციენტმა შეძლო.
ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემშია ნათქვამი.
ყველაზე მეტი ინფიცირებულია აშშ-ში 609 696, ევროპის კონტინენტზე ინფიცირების მაჩვენებლით ესპანეთი ლიდერობს – 177 633, ხოლო მას იტალია მოსდევს – 162 488 პირით; სიას აგრძელებენ გერმანია, საფრანგეთი, ბრიტანეთი.
რაც შეეხება გარდაცვლილთა სტატისტიკას – ვირუსს მსოფლიოში 128 011 ადამიანია ემსხვერპლა.
შეერთებული შტატები ამ მაჩვენებლითაც არის პირველ ადგილზე. ქვეყანაში 26 059 გარდაცვლილია, ევროპის კონტინენტზე პირველი იტალიაა – 21 067; შემდეგ ესპანეთი – 18 579; საფრანგეთი და ბრიტანეთი.
განკურნებულთა სტატისტიკით ლიდერია ისევ ჩინეთი – 78 307; შემდეგ გერმანიაა – 72 600; ესპანეთი – 70 853; შეერთებული შტატები – 49 966; ირანი – 49 933; იტალია – 37 130; საფრანგეთი – 29 121.