ირანში მეორე დღეა, ლეტალური შემთხვევების რიცხვი იკლებს

ირანში უკვე მეორე დღეა, კორონავირუსით გამოწვეული გარდაცვალება 100-ზე ნაკლებ ნიშნულზე ფიქსირდება.

როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, მაგალითად, გასულ დღე-ღამეში ვირუსს 94 ადამიანი ემსხვერპლა, ჯამურად, 4 777 ლეტალური შემთხვევაა.

უწყების ინფორმაციით, გუშინ მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 512 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულთა საერთო რიცხვი კი 76 389 შეადგენს.

ირანის ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლის, ალირეზა ვახაბზადეს ინფორმაციით, დაავადების დამარცხება თითქმის 50 ათასმა პაციენტმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები