ევროკავშირის ლიდერები კორონავირუსის გამო ჩაკეტილი შენგენის ზონის გახსნის პირობებზე შეთანხმდნენ

ევროკავშირი შენგენის ზონის ფარგლებში საზღვრებს ეტაპობრივად გახსნის, მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც, თუმცა ეს სწრაფი პროცესი ვერ იქნება.

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ერთობლივ წინადადებაშია ნათქვამი.

ევროკავშირის ლიდერები განმარტავენ, რომ საზღვრების ჩაკეტვა ეპიდემიის შესაკავებლად საკვანძო ზომას უკვე აღარ წარმოადგენს.

“ვირუსის გავრცელება საზღვრების მეშვეობით ვერ შეკავდება, იზოლაციის პირობებში მიღებული ზომები კი უკვე ნაკლებეფექტურია. ზომები, რომლებიც ეპიდემიის შესაკავებლად იქნა მიღებული, ასევე, მათი ეტაპობრივი შესუსტება, არა მხოლოდ ჯანდაცვაზე ახდენს გავლენას, არამედ – მწარმოებლურ ჯაჭვებზე, ეროვნულ და ტრანსასაზღვრო სატრანსპორტო სისტემებზე, რომლებიც ადამიანების, ტვირთის თავისუფალი გადაადგილებისთვის არის აუცილებელი”, – ნათქვამია დოკუმენტში.

​რაც შეეხება ევროკავშირის ზონაში მესამე ქვეყნის პირების შესვლას – დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეს მეორე ეტაპზე უნდა მოხდეს, რომელიც იმის მიხედვით იქნება მიღებული, თუ როგორი იქნება ვირუსის გავრცელება ევროკავშირის საზღვრებს გარეთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები