ნინოწმინდის რამდენიმე სოფელში მისასვლელი გზა გაკეთდება
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურმა ტენდერი გამოცხადა, რის მიხედვითაც რამდენიმე სოფელში მისასვლელი გზა მოეწყობა.
პროექტის თანახმად, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ბ. ჰონდურა – მ. ჰონდურას, ბ. ჰანჩალი-კატნატუსა და სპასოვკა-ორლოვკის გზას გააკეთებს. გარდა ამისა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია მიასნიკის, გაგარინის, მიქელაძის, ბარათაშვილის, ჯივანისა და გინოსიანის ქუჩების რეაბილიტაციას გეგმავს.
სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 107 700 ლარი გამოიყო. ტენდერში კომპანია GEO ROUD-მა 29 430 ლარით გაიმარჯვა.