ზესტაფონის მერია სასურსათო პროდუქტებით 1200 ოჯახს დაეხმარება
ზესტაფონის მერია სოციალურ კამპანიას აგრძელებს და სასურსათო პროდუქტებს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, პირველი ჯგუფის მქონე უსინათლო ადამიანები, ასევე, საერთო საცხოვრებლებში დროებით შესახლებული პირები მიიღებენ. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, სასურსათო ამანათების დახარისხებაში, ზესტაფონის ვიცემერი, დავით მაღრაძე და საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე, მოხალისეებთან ერთად იღებდნენ მონაწილეობას.
სოციალური აქცია მუნიციპალიტეტის მერიამ სხვადასხვა სოციალური ჯგუფის დასახმარებლად 29 მარტიდან დაიწყო.
კამპანიის ფარგლებში, სასურსათო პროდუქტები 70 წელს გადაცილებულმა, მარტოხელა და სოციალურად დაუცველმა ადამიანებმა, სოციალური სტატუსის მქონე, მრავალშვილიანმა ოჯახებმა და 18 წლამდე შშმ პირებმა მიიღეს.