“ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 21 პაციენტი მკურნალობს, 9 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა”

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 21 პაციენტი მკურნალობს.

მისივე თქმით, საყურადღებოა 9 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

“ბოქსირებულ განყოფილებაში 42 პაციენტი მკურნალობს, აქედან კორონავირუსი დადასტურებული აქვს 21 პაციენტს. ერთი პაციენტია დამატებული, გუშინ გამოვლინდა ჩვენს კლინიკაში ერთი პაციენტი COVID19-ის დიაგნოზით. 9 პაციენტია საყურადღებო. 18 წლამდე ასაკის პაციენტია 7. შვიდივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დროისთვის, 13 პაციენტი ემზადება კვლევაში ჩასართველად.

ახალი შემთხვევის წყარო ქვეყნის შიდა გავრცელებას უკავშირდება. როგორც აღვნიშნე, 9 პაციენტია საყურადღებო, ორმხრივი პნევმონია და შესაბამისი მაჩვენებლები მოიაზრება, დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – განაცხადა სოლოღაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები