თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დღეს გლდანის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
“თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
„გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონისა და ქერჩის (ნაწილობრივ) ქუჩის მცხოვრებლებს. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ”, – აღნიშნავენ კომპანიაში.