პრემიერი: ეკლესია არ დაიხურება, განსაკუთრებით – სააღდგომო ღამეს
“ეკლესია არ დაიხურება, განსაკუთრებით – სააღდგომო ღამეს”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, არცერთ შემთხვევაში კანონი არ დაირღვევა.
„იდეალური რა იქნებოდა, იცით? იდეალური იქნებოდა ის, რომ ეკლესია იყოს ღია და კანონი არავინ დაარღვიოს. არცერთ შემეთხვევში კანონი არ დაირღვევა. ეს იქნება როგორც სახელმწიფოს, ისევე, ეკლესიის მოწოდებაბისევე, როგორც დარწმუნებული ვარ, რომ ეკლესია არ დაიხურება, განსაკუთრებით – სააღდგომო ღამეს.
აქ ჩვენი ძირითადი მოკავშირე არის მოქალაქე – მოქალაქე, რომელიც არის გონიერი, რომელმაც იცის, რომ თავის თავზე პასუხისმგებლობა თვითონაც უნდა აიღოს და თავის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა არ უნდა დააკისროს ყველა სხვას, არ უნდა დააკისროს პასუხისმგებლობა ეკლესიას და დაელოდოს ეკლესიის მოწოდებას, რომელიც, რა თქმა უნდა, ვერ იქნება, რომ არ მოხვიდეთ ეკლესიაში, ან სახელმწიფოსგან დაელოდოს ისეთ მოწოდებას: თქვენ დაარღვიეთ კანონი და ჩვენ თვალს დავხუჭავთ. ეს არ იქნება. დარწუნებული ვარ, ჩვენი ბრძენი მოქალაქე ამას მიხვდება“, – განაცხადა გახარიამ.