ბოლნისში კოვიდ-19 სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 თანამშრომელს დაუდასტურდა
ბოლნისში კოვიდ-19 სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 თანამშრომელს დაუდასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, პაციენტები ინფექციური პროფილის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში არიან მოთავსებული.
“ბოლნისში კოვიდ-19 სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 თანამშრომელს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე, დაინფიცირების წყარო დადგენილი არ არის. მიმდინარეობს ეპიდკვლევა. მოძიებულია დაინფიცირებული პირების კონტაქტები და ისინი იმყოფებიან თვითიზოლაციაში. რაც შეეხება 5 დაინფიცირებულ თანამშრომელს – ისინი მოთავსებული არიან ინფექციური პროფილის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში”, – განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.