ჩინეთში ადამიანებზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი სხვადასხვა ვაქცინის ცდებს იწყებენ

ჩინეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ორი სხვადასხვა ვაქცინის ცდა ადამიანებზე იწყება, – იტყობინება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო – “სინჰუა”.

ვაქცინაზე მუშაობენ კომპანია Sinovac Biotech-ის პეკინის ფილიალი და უხანის ბიოლოგიური პრეპარატების ინსტიტუტი.

მარტში, ასევე, ჩინეთმა ნება დართო კიდევ ერთი ვაქცინის ცდაზე, რომელიც CanSino Bio-ს მიერ არის შემუშავებული.

აღნიშნული მას მერე მოხდა, რაც აშშ-ის ფარმაცევტულ კომპანიაში Moderna-ში განაცხადეს, რომ შემუშავებული ვაქცინის კლინიკური ცდა დაიწყეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები