“სასულიერო პირს კორონავირუსი აქვს დადასტურებული, გამოვლენილია მშრალი ხველა და მაღალი ტემპერატურა”
“სასულიერო პირს, რომელიც ჩვენთან გუშინ შემოიყვანეს, კორონავირუსი აქვს დადასტურებული, გამოვლენილია მშრალი ხველა და მაღალი ტემპერატურა”, – ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კლინიკაში მოთავსებულნი არიან სასულიერო პირის ოჯახის წევრებიც.
“სასულიერო პირს დადასტურებული აქვს კორონავირუსი, გამოვლენილია მშრალი ხველა და ტემპერატურის მაღალი მაჩვენებელი.
სასულიერო პირი კლინიკაში გუშინ შემოიყვანეს.
ოჯახის სამი წევრია მოთავსებული, მაგრამ რომელს რომლისგან გადაეცა, ამაზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ოჯახის წევრებიც გუშინ შემოიყვანეს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – განაცხადა სოლოღაშვილმა.