“ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსისგან 13 წლის მოზარდი გამოჯანმრთელდა”
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, მათ კლინიკაში მყოფი 13 წლის მოზარდი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.
მისივე თქმით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 21 პაციენტი მკურნალობს.
“ბოქსირებულ განყოფილებაში 54 პაციენტი მკურნალობს, აქედან 21 პაციენტს კორონავირუსი აქვს დადასტურებული. დამატებულია 5 პაციენტი. 21-დან 8 პაციენტია 18 წლამდე ასაკის. ამ 8-დან ერთს უკვე გამოჯანმრთელება დაუდასტურდა და 13 წლის მოზარდი გაეწერება. კვლევაში 10 პაციენტი ჩაერთვება”, – განაცხადა სოლოღაშვილმა.