დონალდ ტრამპი რუსეთსა და საუდის არაბეთს მადლობას უხდის
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთსა და საუდის არაბეთს მადლობას უხდის. ამის შესახებ ტრამპი „ტვიტერში“ წერს.
საუბარია „ოპეკ პლუსთან“ შეთანხმებაზე, რომლითაც დღეში არა უკვე ნათქვამი 10 მილიონი ბარელის, არამედ 20-ის შემცირებას აპირებს.
„ჩართული ვიყავი მოლაპარაკების პროცესში, რბილად რომ ვთქვათ, „ოპეკ პლუსი“ დღეში არა უკვე ნათქვამი 10 მილიონი ბარელის შემცირებას აპირებს, არამედ 20-ის. თუ რამე მსგავსი მოხდა და მსოფლიო „კოვიდ-19“-ის შემდეგ ბიზნესს დაუბრუნდა, ენერგეტიკის ინდუსტრია კვლავ ძლიერი იქნება, გაცილებით სწრაფად, ვიდრე ახლა მოიაზრება. გმადლობ ყველას, ვინც ჩემთან ერთად მუშაობდა ამ ბიზნესის ფეხზე დაყენებისთვის, კერძოდ რუსეთსა და საუდის არაბეთს“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.