პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე მსჯელობს

პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე მსჯელობს. ეს არის ბიუროს პირველი სხდომა 21 მარტის, ანუ ქვეყანაში კორონავირუსის გამო საგანგებო რეჟიმისა და “კომენდანტის საათის” ამოქმედების შემდეგ.

პარლამენტის ფრაქცია ”დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, თუკი საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება აუცილებელი გახდა, ამისთვის მთავრობამ სპეციალური ანგარიში უნდა წარმოადგინოს.

“ბუნებრივია, არ მაქვს უფლება, არ დავუჭირო მხარი იმ ღონისძიებებს, რომლებიც გააუმჯობესებს ეპიდსიტუაციის კონტროლის შესაძლებლობებს. მაგრამ თუკი პირველ ეტაპზე ჩვენმა ფრაქციამ, ისევე – როგორც სხვა საპარლამენტო ფრაქციებმა, უპირობოდ დავუჭირეთ მხარი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, მე ვფიქრობ, მეორე ეტაპზე თუკი დადგა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების აუცილებლობა, ჩვენ დაგვჭირდება დეტალური ანგარიში”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები