ლევან რატიანი: 4 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა, ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, ორის მდგომარეობა კი – სტაბილურად მძიმე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი მოათავსეს.

რატიანმა ჟურნალისტებთან, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა.

“ამ ეტაპზე, კლინიკაში არის 84 პაციენტი. აქედან 67 არის კოვიდ ინფიცირებული. რაც შეეხება პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას – რეანიმაციული განყოფილებიდან გადმოვიყვანეთ 81 წლის ქალბატონი, რომელიც შემოსული იყო კლინიკაში 18 დღის წინ. გვყავს თერაპიულ განყოფილებაში დაკვირვების მიზნით და, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაეწერება.

4 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა, ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, ორის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება, ჰემოდინამიკის პარამეტრები შედარებით გაუმჯობესებულია. გვყავს კიდევ ერთი პაციენტი – 46 წლის, რომელთანაც სახეზეა ორმხრივი მწვავე პნევმონია, კორონავირუსით ინფიცირებულია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნება. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა შეიძლება, სტაბილურად ჩაითვალოს, არ საჭიროებს მაღალი კონცენტრაციის ოქსიგენოთერაპიას. კლინიკაში რჩება ორსული პაციენტი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ასევე, გვყავს სამი მოზარდი. მინდა გითხრათ, რომ სამივე მოზარდთან ჩატარებული კვლევების შედეგად, რომელიც დღეს მივიღეთ, არცერთთან პათოლოგია არ ვლინდება, ასევე, არ არის კლინიკური გამოვლინებები. შემოსული პაციენტებიდან ყველასთან გრძელდება სიმპტომურად მკურნალობა. დაგვემატა ერთი პაციენტი“, – განაცხადა რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები