სოფელ გვარადან კორონავირუსის სიმპტომებით 4 პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარადან, იქ სადაც საკარანტინე რეჟიმი გამკაცრებულია, კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებით ოთხი პირი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მათი ანალიზის პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ლაბორატორიული კვლევა კიდევ რამდენიმე პირს ჩაუტარდა.

დღის ბოლოს ცხელების კლინიკას ვირუსისგან 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.

ბოლო მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსზე 25 პაციენტი მკურნალობს, აქედან ორის მდგომარეობა კრიტიკულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები