ლევან რატიანი: პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფ 42 წლის მამაკაცს სუნთქვის უკმარისობა მოეხსნა, გადაყვანილია თერაპიულ განყოფილებაში

“42 წლის მამაკაცს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, სუნთქვის უკმარისობა მოეხსნა, აღდგენილია ფილტვის ქსოვილის სტრუქტურა და თერაპიულ განყოფილებაშია გადაყვანილი”, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, გაუმჯობესებულია რეანიმაციაში მყოფი ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაც.

“იცით, რომ გვყავდა 42 წლის მამაკაცი, მძიმე პაციენტი. მას მოეხსნა სუნთქვის უკმარისობა, აღდგენილია ფილტვის ქსოვილის სტრუქტურა კომპიუტერული ტომოგრაფიით, ეს პაციენტი თერაპიულ განყოფილებაში რამდენიმე საათის წინ გადავიდა.

რეანიმაციიდან კიდევ ერთი პაციენტის გადაყვანას ვაპირებთ, რომლის მდგომარეობაც მკვეთრად გაუმჯობესებულია. ესეც არის ახალგაზრდა პაციენტი, რომელსაც აღენიშნებოდა სუნთქვის უკმარისობა მკვეთრი დარღვევით. ჩატარებული მკურნალობის შედეგად, მისი მდგომარეობა, ამ ეტაპზე, სტაბილურია”, – განაცხადა რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები