ჩინეთში კორონავირუსის ახალი ტალღის ვადები დაასახელეს
კაცობრიობა COVID-19-ის მთლიანად დამარცხებას ზაფხულის სეზონზე ვერ შეძლებს, ნოემბერში ახალი ტალღაა მოსალოდნელი, – წერს “ხუანციუვანი” კორონავირუსის მკურნალობის შანჰაის საექსპერტო ჯგუფის ხელმძღვანელზე, ჩჟან ვენხუანზე დაყრდნობით.
“აფეთქებები სამხრეთ ამერიკის, აფრიკის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ჩნდება, ამიტომ, არსებული მათემატიკური მოდელის თანახმად, ზამთრის დადგომასთან ერთად, ყველა ისევ დაჯდება სახლში, ჯგუფებად შეიკრიბება. ველოდებით, რომ ეპიდემიის მეორე ტალღა, დაახლოებით, ნოემბერში დაიწყება”, – აღნიშნა ექსპერტმა.
ამასთან, მისი თქმით, დაგროვილი გამოცდილების მიხედვით, განსაკუთებით დიაგნოსტიკის ნაწილში, მეორე ტალღა ნაკლებად სერიოზული იქნება.
“თუმცა, ქვეყნებში, სადაც არასაკმარისი სამედიცინო რესურსია, როგორებიც არის აფრიკა და სამხრეთ ამერიკა, სავარაუდოდ, ზამთარს რთულად გადაიტანენ”, – განმარტა ჩჟან ვენხუანმა.
მისივე აზრით, მსოფლიოში ეპიდემიურ ვითარებაზე კონტროლი არა ჩინეთზე, აშშ-სა და ევროპაზეა დამოკიდებული, არამედ იმაზე, როგორ შეძლებენ ეპიდემიას გაუმკლავდნენ ისეთი ქვეყნები, რომლებიც მიმდინარე მოვლენების გაკონტროლება ნაკლებად შეუძლიათ.