“ბოჭორიშვილის კლინიკაში 18 წლამდე ასაკის პაციენტის გამოჯანმრთელების დადასტურებას ველოდებით, 18 ადამიანი კი კორონავირუსზე კვლევაში დღეს ჩაერთვება”

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, მათ კლინიკაში მყოფი, 18 წლამდე ასაკის პაციენტი გამოჯანმრთელების დადასტურებას ელოდება.

მისივე თქმით, კორონავირუსზე კვლევაში დღეს 18 ადამიანი ჩაერთვება.

“ბოქსირებულ ნაწილში ამ ეტაპზე 55 პაციენტი მკურნალობს. აქედან 16 ადამიანს კორონავირუსი აქვს დადასტურებული. 16-დან შვიდია 18 წლამდე ასაკის პაციენტი. კვლევაში 18 პაციენტი ჩაერთვება. 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა, დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთი პაციენტი ელოდება გამოჯანმრთელების დადასტურებას, ეს ადამიანი 18 წლამდე ასაკის პირია”, – განაცხადა სოლოღაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები