ბოჭორიშვილის კლინიკაში მყოფი 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 16 პაციენტი მკურნალობს.
მისივე თქმით, 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა, დანარჩენების კი დამაკმაყოფილებელი.
“ბოქსირებულ ნაწილში, ამ ეტაპზე, 55 პაციენტი მკურნალობს. აქედან 16 ადამიანს კორონავირუსი აქვს დადასტურებული. 16-დან შვიდია 18 წლამდე ასაკის პაციენტი. კვლევაში 18 პაციენტი ჩაერთვება. 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა, დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთი პაციენტი ელოდება გამოჯანმრთელების დადასტურებას”, – განაცხადა სოლოღაშვილმა.