კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების მსოფლიო სტატისტიკა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1 850 807 -ს შეადგენს, გარდაცვლილია 114 251ათასი პაციენტი.

ამის შესახებ აშშ-ის ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემშია ნათქვამი, რომელიც ინსტიტუტის ვებგვერდზე, ონლაინრეჟიმშია ხელმისაწვდომი.

სტატისტიკის მიხედვით, აშშ-ში ვირუსი 557 571 ადამიანს აქვს დადასტურებული, ესპანეთში – 166 831; იტალიაში – 156 363; საფრანგეთში – 133 670; გერმანიაში – 127 854; ბრიტანეთში – 85 208; ჩინეთში – 83 135; ირანში – 71 686; თურქეთში – 56 956; ბელგიაში – 29 647; ნიდერლანდებში – 25 746; შვეიცარიაში – 25 415; კანადა – 24 380; ბრაზილია – 22 318; პორტუგალიაში – 16 585; რუსეთში – 15 770; ავსტრიაში – 13 945;ისრაელში – 11 145; სამხრეთ კორეაში – 10 537; შვედეთში – 10 483.

სიკვდილიანობის მაჩვენებლით იტალიას აშშ-მა გადაუსწრო, სადაც 20 ათასზე მეტი ლეტალური შემთხვევაა დაფიქსირებული, იტალიაში – 19 899; ესპანეთში – 17 209; საფრანგეთი – 14 393; ​ბრიტანეთში – 10 612; ირანში – 4 474; ბელგიაში – 3 600; ჰუბეის პროვინციაში – 3 219; გერმანიაში – 3 022; ნიდერლანდები – 2 737; ბრაზილიაში –1 230; თურქეთში – 1 198; შვეიცარია – 1 106; შვედეთში – 899; პორტუგალია – 504; ინდონეზიაში – 373; ავსტრია – 350.

მსოფლიოში ვირუსის დამარცხება 430 500-მა პაციენტმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები