რეჯეპ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის შს მინისტრის გადადგომის განცხადება არ დააკმაყოფილა
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის შს მინისტრის, სულეიმან სოილუს თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება არ დააკმაყოფილა.
ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ კომუნიკეშია ნათქვამი.
სულეიმან სოილუმ თანამდებობიდან გადადგომა მაშ შემდეგ გადაწყვიტა, რაც “კომენდანტის საათის” შემოღებიდან 48 საათში სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეორგოლები, სადაც მაღაზიებთან დიდი რიგები დადგა, ხალხი პროდუქტების საყიდლად იყო გასული.
“კომენდანტის საათის” შემოღებიდან უქმეებზე მომხდარზე პასუხისმგებლობა მთლიანად ჩემზეა. თურქეთის ქალაქებში ადამიანების რიგების დანახვა ამ პროცესს არ შეესაბამებოდა. თანამდებობას ვტოვებ”, – დაწერა შს მინისტრმა. მან, ასევე, ბოდიში მოიხადა პრეზიდენტისა და ხალხის წინაშე.
50 წლის სოილუ შს მინისტრის თანამდებობას 2016 წლის აგვისტოდან იკავებს.